01:23 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-01 16:02:08, 677 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროში დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟილვინას ტომკუსმა მოაწერეს ხელი.

"თანამშრომლობის გეგმა ორმხრივ ვიზიტებს, კონსულტაციებს, სამხედრო მოსამსახურეების საერთაშორისო სწავლებებსა და კურსებში ერთობლივ მონაწილეობასა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს. საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის უწყებები ასევე გააგრძელებენ თანამშრომლობას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის კონფერენციას დაესწრო და პანელზე მომხსენებლად წარსდგა. ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისა და ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში მათი ჩართულობის საკითხებს ეძღვნებოდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics