|
2023-12-01 11:59:32, 885 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს 2024 წლის ტურიზმის სტრატეგია გააცნო
მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო სტრატეგია თანხვედრაშია კერძო სექტორის ხედვებთან, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს ტურიზმის, სამთო კურორტებისა და ავიაციის სექტორში დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. მათივე ცნობით, ამერიკის სავაჭრო პალატის ტურიზმის კომიტეტის შეხვედრაზე მაია ომიაძემ 2023 წლის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები შეაჯამა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის მომავალი გეგმები გააცნო. „ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, ჩვენ შევაჯამეთ 2024 წლის ტურიზმის სტრატეგია, კერძო სექტორთან ერთად დავგეგმეთ საერთო აქტივობები, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია, გავხსნათ ახალი მიმართულებები, მოვიზიდოთ უფრო მეტად მსყიდველუნარიანი ტურისტები. ძალიან მოხარული ვარ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია კერძო სექტორის ხედვასთან და ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის კეთებას, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია", - განაცხადა ქვრივიშვილმა. „ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, განსაკუთრებით სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა ვიმსჯელეთ ტურიზმის აღდგენის დინამიკის, მარკეტინგული კამპანიების, ტურისტული ბაზრების შესახებ, თუ რომელი მიმართულებაა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი. ასევე გავეცანით სტატისტიკურ მონაცემებს, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი უკუკავშირი და კომუნიკაცია გვქონდა სახელმწიფო ორგანიზაციებთან", - განაცხადა სასტუმრო Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure-ის წარმომადგენელმა ალექსანდრა პოპსუევამ. ამერიკის სავაჭრო პალატის ტურიზმის კომიტეტის შეხვედრას სასტუმროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიებით, ახალი ავაირეისების დანიშვნითა და ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოებით.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)