23:46 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 13:54:49, 877 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე სიმონიანზე - უხერხულობას არ მიქმნის, ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტი რას იტყვის ჩემ მიერ ნათქვამ სიმართლეზე

უხერხულობას არ მიქმნის, ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტი რას იტყვის ჩემ მიერ ნათქვამ სიმართლეზე,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებას.

მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას კვლავ გაიმეორა, რომ საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ აწყობს.

"არანაირ უხერხულობას არ მიქმნის, ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტი რას იტყვის ჩემ მიერ ნათქვამ სიმართლეზე - მოიწონებს თუ გამლანძღავს, საერთოდ არ მაინტერესებს.

მე ვამბობ სიმართლეს, რომ დიახ, საქართველოს არ აწყობს რუსეთისთვის სანქციების დაწესება იმიტომ, რომ პირველ რიგში, ეს დააზიანებს საქართველოს",- ამბობს მდინარაძე.

ცნობისთვის, რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი სანქციებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება და იწონებს. 

"საქართველო საკვირველად ადეკვატურად იქცევა. ნეტავ, სომხეთიც ასე იქცეოდეს",- წერს სიმონიანი Telegram-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნოდარ მელაძე საპატრიარქოს მიერ ტელევიზიების დაბლოკვაზე - ასეთი რამ, არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის დროს
ტვ პირველს და ტელეკომპანია ფორმულას საპატრიარქომ მცხეთობაზე აკრედიტაცია გაუუქმა
Transparency International:: ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე სამსახურებრივი ძაღლი იყო
ოპოზიციის ცნობით, საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელს 21,22,23 ოქტომბერს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics