|
2023-11-29 16:30:33, 961 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის დუმა - ანტირუსული სანქციების პოლიტიკა საქართველოში ზუსტად იქნა აღწერილი, როგორც თავის მოტყუება და სიგიჟე
ანტირუსული სანქციების პოლიტიკა საქართველოში ზუსტად იქნა აღწერილი, როგორც თავის მოტყუება და სიგიჟე - ამ სათაურით რუსეთის ფედერაციის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე 28 ნოემბრით თარიღდება, ნათქვამია, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იპოვა გამბედაობა, ანტირუსულ ისტერიას არ დამორჩილებოდა. "როგორიც არ უნდა იყოს სირთულეები მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობაში, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იპოვა გამბედაობა, არ დაემორჩილებოდა ანტირუსულ ისტერიას და ეხელმძღვანელა, პირველ რიგში, ეროვნული ინტერესებითა და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობით. ამ პრიორიტეტებით, საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდება და ზედიზედ ორი წელია, ორნიშნა ზრდას აჩვენებს. სხვათაშორის, რუს ტურისტებს კარგი შემოსავალი მოაქვთ ქვეყნისთვის. ამავდროულად, ევროკავშირი განაგრძობს სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობას, რითაც გამოხატავს საკუთარ მანიაკალურ სურვილს, გაანადგუროს ჩვენი ეკონომიკა ლურსმნების, თხილისა და ღილების ექსპორტის აკრძალვით. მსგავსი "შორსმჭვრეტელი" ევროპელი ლიდერების გამო, ევროპა ყველა სფეროში არსებული დეგრადაციის კლინიკური ნიშნებით პალატა N6-ად იქცა. ეს, როგორც ჩანს, საკმაოდ გადამდებია. პოლიტიკური დემენციის მეტასტაზებმა მიაღწია კიევს, სადაც რეალობის შეგრძნების სრული დაკარგვით, სერიოზულად განიხილავენ ყირიმის ქალაქების სახელების შეცვლის საკითხს - უკრაინისთვის უცხო ტერიტორიაზე. ეს სიგიჟეა თუ დემენცია? ორივეს ნიშნები აშკარად ჩანს",- ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.
ნოდარ მელაძე საპატრიარქოს მიერ ტელევიზიების დაბლოკვაზე - ასეთი რამ, არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის დროს
ტვ პირველს და ტელეკომპანია ფორმულას საპატრიარქომ მცხეთობაზე აკრედიტაცია გაუუქმა
Transparency International:: ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე სამსახურებრივი ძაღლი იყო
ოპოზიციის ცნობით, საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელს 21,22,23 ოქტომბერს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)