09:03 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-24 17:02:09, 1405 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანიის ელჩი - გერმანია უკრაინას ზამთარში დამატებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს

გერმანია IRIS-T-ის გარდა, ზამთარში უკრაინაში დამატებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას განათავსებს, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა უკრაინაში, მარტინ იეგერმა განაცხადა.

იეგერის თქმით, უკრაინაში, ზამთრის პერიოდში სიტუაცია, შესაძლოა, ძალიან გართულდეს, რის გამოც, უკრაინული მხარე ყველაფერს აკეთებს, გერმანია კი, ამ პროცესში მას ეხმარება.

"ზამთარში სიტუაცია, შესაძლოა, ძალიან გართულდეს. უკრაინულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მომზადებულიყო, ჩვენ კი ამ პროცესში ვეხმარებით.

მე უკვე ვისაუბრე უკრაინისადმი მხარდაჭერაზე საჰაერო თავდაცვის სისტემებით. IRIS-T სისტემების გარდა, ზამთარში უკრაინას კიდევ ერთი Patriot-ის სისტემა გადაეცემა", - განაცხადა გერმანიის ელჩმა უკრაინაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics