16:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 10:55:33, 324 ნახვა

მინსკში სამმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს

მინსკში სამმხრივი შეხვედრა შედგა, რომელზეც მხარეებმა უკრაინაში არსებული ვითარების დეესკალაციისთვის ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
„ბი ბი სის“ ინფორმაციით, დიპლომატების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ადგილობრივი დროით 21:00  საათზე დაიწყო და ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
მასში უკრაინის ექსპრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლები, ეუთოს ოფიციალური წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინი და რუსეთის ელჩი უკრაინაში მიხაილ ზურაბოვი მონაწილეობდნენ.
აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარების დარეგულირების საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის სხდომა დიპლომატებმა კომენტარის გარეშე დატოვეს.
თუმცა სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერები 10 თებერვალს ბრძოლის შედეგად მოპოვებული საზღვრების აღიარებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, ისინი უარყოფენ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დიპლომატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რადგან  კიევს ცეცხლის შეწყვეტის საკუთარი გეგმა  თავად წარუდგინეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინაში არსებული ვითარების დეესკალაციისთვის  კიევში   ოთხმრივი შეხვედრა გაიმართება, მასში მონაწილეობას  გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი  ფრანსუა ოლანდი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics