05:52 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-23 11:07:08, 694 ნახვა

პოლიტიკა
სვენ მიქსერი - გინტურის მკვლელობა განსაკუთრებით სასტიკი და მძიმე დანაშაულია

თამაზ გინტურის მკვლელობა განსაკუთრებით სასტიკი და მძიმე დანაშაულია, პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ იმ პირებს, რომლებიც მუდმივად არღვევენ ადამიანის უფლებებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებული რეზოლუციის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ მცოცავ ოკუპაციას, ბორდერიზაციასა და პასპორტიზაციას საქართველოს ტერიტორიებზე.

"კოლეგებო, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე 1 დღით ადრე, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს არის განსაკუთრებით სასტიკი და მძიმე დანაშაული. მას შემდეგ, რაც რუსეთმა წამოიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, მსგავსი ინციდენტების მუდმივი ნაკადია. ადგილობრივ მცხოვრებლებს უკანონოდ აკავებენ, მათი უფლებები მუდმივად ირღვევა, გადაადგილების უფლებას უკანონოდ უკრძალავენ.

რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ მცოცავ ოკუპაციას, ბორდერიზაციას, პასპორტიზაციას. ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ სანამ ვითხოვთ ოკუპაციის დასრულებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ იმ პირებს, რომლებიც მუდმივად არღვევენ ადამიანის უფლებებს", - განაცხადა სვენ მიქსერმა.

ცნობისთვის, გუშინ, 22 ნოემბერს ევროპარლამენტში რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირულ რეზოლუციაზე დებატები გაიმართა. 

6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან.

11 ნოემბერს, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური სოფელ კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics