07:20 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-22 19:06:58, 682 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძემ აშშ-ის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა წარმატებები უსურვა აშშ-ის ახალ ელჩს აღნიშნულ თანამდებობაზე და ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

თავის მხრივ, ელჩმა დანიგანმა თბილისის მერს მიულოცა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მომავალი წლის არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობასაც.

„ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისა და ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის. ჩემი მიზანია, ხელი შევუწყო პარტნიორობის გაღრმავებას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს, ასევე ევროინტეგრაციის მხარდაჭერას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ როგორც ქალაქის მერს იმ საქმიანობისთვის, რასაც მუნიციპალიტეტი ეწევა ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორისაა გზების მოწესრიგება. ჩემი სურვილია, გავაღრმაოთ თანამშრომლობა ქალაქებს შორის“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

თბილისის მერმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მადლობა გადაუხადა ქვეყნის მიერ საქართველოსადმი გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია თითოეული ის სიტყვა, რომელიც აშშ-ის ელჩმა წარმოთქვა. როდესაც სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი, ვფიქრობ, სწორედ ასეთი მეგობრული და ღია ურთიერთობები უნდა იყოს, რაზეც თქვენ საუბრობთ. მზად ვართ მეგობრობისთვის. მადლობას გიხდით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის. სასიხარულო იყო ის პოზიტიური შეფასება, რომელიც მივიღეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ 15 დეკემბერს, დიდი ალბათობით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი მხარდაჭერილი იქნება. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი იყო გარკვეული რეფორმების განხორციელებაზე. მთელი გუნდი მზადაა აღნიშნული რეფორმების განსახორციელებლად, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის ამ გზაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გასაღრმავებლად ინტენსიურად იმუშაონ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics