|
2023-11-17 15:54:32, 1165 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო - კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარებისთვის საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან, დაახლოებით, 45 მლნ ევრომდე მიიღებს
17 ნოემბერს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმდა ორი სასესხო შეთანხმება, რომლითაც ADB-ი საქართველოს გამოუყოფს, დაახლოებით, 45 მლნ ევროს ოდენობის სესხს, კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა/პროექტის განსახორციელებლად. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სასესხო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამიმ. „ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი. კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის სისტემების გაძლიერებას. კერძოდ: კახეთის რეგიონში, ქვემო სამგორის მარცხენა მაგისტრალური არხისა და მასთან დაკავშირებული სარწყავი სისტემის მოდერნიზაციას. კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა მოიცავს საირიგაციო პოლიტიკისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებას, წყლის ეფექტურად გამოყენების გაუმჯობესებას, სარწყავი სისტემის ფინანსური მდგრადობის მისაღწევად, მმართველობისა და მართვის კონტროლის გაძლიერებას, რათა გაიზარდოს შპს „საქართველოს მელიორაციის" ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ეფექტურობა და სარწყავი სისტემის მდგრადობა კლიმატის ცვლილების პირობებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)