|
2023-11-15 13:15:10, 1009 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, მხარდაჭერისა და მიმართვის ფაქტებზე, 19 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისა და "კანონიერი ქურდისთვის ან ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 19 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ორ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ "ქურდული სამყაროს" წევრები, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. "კანონიერი ქურდების" დავალებით, საქართველოში "ქურდულ გარჩევებს" სისტემატიურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს იხილავდნენ. "რვა ბრალდებულმა დავის მათ სასარგებლოდ გადასაწყვეტად "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლებს მიმართა. 6 პირს ბრალდება 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს" წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 5 პირს ბრალდება 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით ("ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა, მათგან 1 პირს დაუსწრებლად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო 8 პირს - 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით ("კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვა), რაც სასჯელად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება",- ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)