|
2023-11-14 12:40:00, 674 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - ოქტომბერში უკანონო თევზჭერის 82 ფაქტი გამოვავლინეთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 82 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მათგან 5 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. "უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 20 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში. მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა 16 სამართალდარღვევა. 15 ფაქტია გამოვლენილი შიდა ქართლში, კახეთში - 7, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც - 7, ქვემო ქართლში - 4, სამცხე-ჯავახეთში - 2, აჭარაშიც - 2, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 1. ასევე 2 ფაქტია აღკვეთილი დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც - ოქტომბერში, თბილისში, უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი გამოავლინეს. ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური მოწყობილობა და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური მოწყობილობით თევზჭერის 8, სახლართი ტიპის ბადით - 67 და ე.წ. ჩოგან-ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი. ასევე დალუქულია 7 ერთეული გასაბერი ნავი. მიმდინარე წლის ოქტომბერში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 1 050 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე და 7 ერთეული თევზმახე ამოიღეს. პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე, ბაზალეთის ტბაზე, ჟინვალის წყალსაცავზე, ასევე მდინარეებზე - მტკვარსა და ჭოროხზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. 2023 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 696 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 172 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, დღეს კი სამიტზე სიტყვით გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)