|
2023-11-08 14:36:28, 900 ნახვა
ეკონომიკა
კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) წარმომადგენლებმა კვლევა „საქართველოს ხორბლის სექტორის შეფასება“ განახორციელეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით, კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) წარმომადგენლებმა კვლევა „საქართველოს ხორბლის სექტორის შეფასება“ განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კვლევის მიზანია იმ ღონისძიებების გამოვლენა იყო, რაც ხელს შეუწყობს ხორბლის მიწოდების ჯაჭვის მდგრადობას. ხორბლის მოსავლიანობის ანალიზის, წისქვილების მუშაობის ეფექტიანობის შეფასებისა და ხორბლის მიწოდების ჯაჭვის ანალიზის შედეგად, შემუშავდება საბოლოო რეკომენდაციები, რაც საქართველოში ხორბლის წარმოების განვითარებას და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. კვლევის „საქართველოს ხორბლის სექტორის შეფასება“ პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დაესწრო. მინისტრის მოადგილემ ამერიკულ მხარეს მხარდაჭერისთვის და გაწეული მასშტაბური სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენთვის მეხორბლეობის და მემარცვლეობის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ადგილობრივი ხორბლის რეალიზების ხელშეწყობისთვის, არაერთი ნაბიჯი გადავდგით. ამასთან ერთად, დარგის მდგრადობისთვის, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სიღრმისეული კვლევების და რეკომენდაციების აუცილებლობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აშშ-ის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული საქართველოს ხორბლის სექტორის შეფასების კვლევა. აღნიშნული კვლევის საფუძველზე, მივიღებთ მნიშვნელოვან სურათს მეხორბლეობის სექტორის განვითარებისთვის გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე. ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ვაპირებთ სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რაც ქვეყანაში ხორბლის ხარისხის და მოსავლიანობის მაჩვენებლის ზრდას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ. კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) წარმომადგენელმა მარტი დრეიპერიმ ხორბლის წარმოების გაუმჯობესების მიზნით გადასადგმელ ისეთ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება, როგორებიცაა სასუქის ხარისხი, საირიგაციო სისტემების გაუმჯობესება, დაავადებებთან ბრძოლის აუცილებლობა. საქართველოს ხორბლის სექტორის შეფასების დოკუმენტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და სექტორულ პლატფორმასთან „მომავლის ფერმერი” თანამშრომლობით მომზადდა.
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



