|
2023-10-31 12:54:50, 769 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი სავაჭრო-სამრეწველო პალატის ავიაციის კომიტეტის წევრებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილი სავაჭრო-სამრეწველო პალატის ავიაციის კომიტეტის წევრებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მოლოდინაშვილი. ღონისძიებას ასევე დაესწრო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე. საავიაციო კომიტეტის სხდომაზე მოწვეულმა სტუმრებმა დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს. "მისასალმებელია, რომ საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი იმაზე სწრაფად აღდგა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. 2023 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 9 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურნენ პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დადებითი დინამიკაა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებშიც- სახეზეა სიხშირეებისა და მიმართულებების ზრდა, განსაკუთრებით, ევროკავშირის კუთხით, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს",- განაცხადა ქვრივიშვილმა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ავიაციის კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას. ქვრივიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიის განვითარებაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. „საავიაციო კომიტეტის წევრებთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიის განვითარებაზე, მათ შორის, შევეხეთ სააეროპორტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის, თელავის აეროპორტის პროექტის მიმდინარეობას, შიდა და საერთაშორისო ფრენების სტიმულირებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. შევთანხმდით, რომ ერთობლივ ძალისხმევას მივმართავთ, რათა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ქვეყანაში ავიაციის სექტორი", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ივანიშვილის ფულს შეუერთდეს
თინათინ ბერძენიშვილი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)