|
2023-10-30 13:42:32, 863 ნახვა
ეკონომიკა
50-ამდე სოციალური საწარმო ერთ სივრცეში - „თეგეტა გრინ პლანეტი“ B2B გამოფენის ოქროს სპონსორი იყო
50-ამდე საწარმო და 300 სტუმარი - სოციალური საწარმოების B2B გამოფენა საქართველოში უკვე მეოთხედ გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო სოციალურ საწარმოებსა და ბიზნესსექტორს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა, პასუხისმგებლობიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა და მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველყოფა. B2B გამოფენის ოქროს სპონსორი და მწვანე საწარმოების წარმდგენი „თეგეტა გრინ პლანეტი“ იყო. ორგანიზაცია „თეგეტა ჰოლდინგის“ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში შეიქმნა და გარემოზე ზრუნვის იდეით საქმიანობს. ღონისძიების მონაწილეებს „თეგეტა გრინ პლანეტის“ სტრატეგიული პრიორიტეტები და მიზნები ორგანიზაციის დირექტორმა, შალვა ახვლედიანმა გააცნო. შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი: „გარემოსა და საზოგადოებაზე ზრუნვა „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებებია. სოციალური და მწვანე მეწარმეების საქმიანობა კი სწორედ მწვანე მომავალზე ორიენტირებული და საზოგადოებისთვის მდგრადი ცვლილებების მომტანია. ჩვენთვის საამაყოა, რომ ახლახან თეგეტამ მიიღო კორპორაციული მდგრადობის ჯილდოები სწორედ სოციალური საწარმოების გაძლიერებისა და გარემოსდაცვით პროექტებში. ჩვენ, როგორც „თეგეტას“ შვილობილი კომპანია, თანამოაზრეების გაძლიერების გზით, ვცდილობთ, მეტი დადებითი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენა შევქმნათ ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ბიზნესსექტორის ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ვართ როგორც გამოფენის მხარდამჭერები, ისე B2B შეხვედრების მონაწილეებიც. ეს გამოფენა ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა, გარემოზე მზრუნველმა ორგანიზაციებმა გავიცნოთ ერთმანეთი და ერთად მოვძებნოთ პლანეტასა და საზოგადოებაზე ზრუნვის საკითხებში საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ბიზნესგადაწყვეტები“. „თეგეტა გრინ პლანეტი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მსგავსი ფასეულობების მქონე თანამოაზრეების მხარდაჭერის გზით, ცდილობს, ქვეყანაში მეტი დადებითი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენა უზრუნველყოს. სოციალური საწარმოების B2B გამოფენის პარტნიორობის მიზანი სწორედ სოციალური საწარმოების გაძლიერება და მწვანე მომავალზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა იყო. სოციალური საწარმოების B2B გამოფენა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთ სივრცეში გასცნობოდნენ მოწინავე ქართული 50-ამდე სოციალური და მწვანე საწარმოს მრავალფეროვან პროდუქციასა და მომსახურებას. --- Tegeta Green Planet „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)