|
2023-10-28 11:09:14, 1100 ნახვა
ეკონომიკა
საუდის არაბეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე 8 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი
სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ რიადში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Saudi Agriculture International Trade Exhibition 8 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მასშტაბური გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული იოსებ გამგონიძე ესწრებოდნენ. „ჩვენთვის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია. საუდის არაბეთი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ადგილობრივ სავაჭრო ქსელში ქართული პროდუქტი იყიდება, თუმცა ასეთ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას როგორც საუდის არაბეთში, ასევე ახლო აღმოსავლეთში“, -აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ. საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების - აგროქიზიყი, წყალი მარგებელი, ჩინებული, ანიგოზი, ხონის პლანტაციები, კამპა, ჯიმანათსი და ცეზარი - წარმოებული ქართული კაკალი, მოცვი, წყალი, მშრალი ხილი, შეციებული ცხვრის ხორცი და ორგანული წვენები. Saudi Agriculture International Trade Exhibition საუდის არაბეთის უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც საუდის არაბეთის სამეფოს გარემოს დაცვის, წყლისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით ხორციელდება. მიმდინარე წელს, გამოფენა მე-40-ედ ჩატარდა და მასში 40-მდე ქვეყანამ და 400-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ყოველწლიურად, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 18 000-ს აღწევს. გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში არსებულ სიახლეებს - წამყვანი კომპანიების მიერ დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და წარმოებულ ტექნიკას. Saudi Agriculture International Trade Exhibition მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს დაიწყო და 26 ოქტომბერს დასრულდა.
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



