|
2023-10-24 10:27:37, 855 ნახვა
მსოფლიო
„ჰამასმა“ კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი 2 ისრაელის მოქალაქე - 79 წლის ნურით კუპერი და 85 წლის იოჩევედ ლიფშიცი გაათავისუფლა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს წითელი ჯვარი და სოციალურ ქსელში წერს, რომ გათავისუფლებულებმა ღაზას სექტორი უკვე დატოვეს. "ჩვენ ხელი შევუწყეთ კიდევ 2 მძევლის გათავისუფლებას. ჩვენი, როგორც ნეიტრალური შუამავლის როლი, შესაძლებელს ხდის ამ სამუშაოს და მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მომავალშიც მძევლების გათავისუფლებას. ვიმედოვნებთ, რომ ისინი მალე დაბრუნდებიან საყვარელ ადამიანებთან",- ნათქვამია წითელი ჯვრის განცხადებაში. The Times of Israel-ის ცნობით, ნურით კუპერი და იოჩევედ ლიფშიცი ტერორისტებმა კიბუც ნირ-ოზიდან გაიტაცეს. მათი ქმრები ამ დრომდე ღაზას სექტორში რჩებიან. შეგახსენებთ, მანამდე, 20 ოქტომბერს, "ჰამასმა" ასევე გაათავისუფლა 2 ტყვე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დედა-შვილი - ჯუდით რაანანი და მისი 18 წლის გოგო ნატალი. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ბოლო ინფორმაციით, ღაზას სექტორში "ჰამასის" მიერ დატყვევებული, დაახლოებით, 220 ადამიანი იმყოფება. 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. 7 ოქტომბრიდან დღემდე, "ჰამასმა" არაერთი სარაკეტო იერში განახორციელა ისრაელის სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქებზე, მათ შორის სდეროტზე, აშკელონზე, თელ-ავივზე, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო საჰაერო იერიშები მოჰყვა. რაც შეეხება მსხვერპლს, როგორც ისრაელის, ისე ღაზას ტეროტორიაზე დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
ალასკის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)