07:39 - 09 May, 2026
|
2023-10-20 17:43:48, 654 ნახვა
მსოფლიო
ისრაელში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ რუსეთი მძევლების გათავისუფლების საკითხზე „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს
ისრაელში რუსეთის ელჩი ანატოლი ვიქტოროვი აცხადებს, რომ რუსეთი მძევლების გათავისუფლების თაობაზე „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია Time of Israel ავრცელებს. ვიქტოროვის განცხადებით, რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს 200-დან 250-მდე მძევლის გასათავისუფლებლად, რომლებიც ამჟამად დაჯგუფებას ღაზას სექტორში ჰყავს. როგორც ისრაელის მედია წერს, რუსეთი, როგორც ჩანს, ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ მძევლების გასათავისუფლებლად „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)