02:20 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 19:38:17, 734 ნახვა

მსოფლიო
ფაშინიანი - სომხეთი მზადაა, წლის ბოლომდე აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს

სომხეთი მზად არის, წლის ბოლომდე ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას და მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობები დაარეგულიროს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, ერევანი მზად არის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისთვის, რომელიც მხარეების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარების პრინციპებზე იქნება დაფუძნებული.

"ამ სიტუაციაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომელიც სომხეთის უსაფრთხოების სისტემად ითვლება და ქვეყნები, რომლებსაც სომხეთის მიმართ უსაფრთხოების ვალდებულებები აქვთ, საერთოდ არ დაგვეხმარნენ, მარტო დაგვტოვეს. ამ პროვოკაციის მიზანი იყო დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩაგდება და სომხეთის სახელმწიფოებრიობის პარალიზება ან გარე ძალებზე დამოკიდებული მთავრობის ჩამოყალიბება, თუმცა, ასეთ გარემოებებში სომეხმა ხალხმა შეძლო, მყარად დამდგარიყო სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატის დაცვის პოზიციაზე", - განაცხადა ფაშინიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics