|
2023-10-17 10:42:27, 891 ნახვა
მსოფლიო
IDF - ღაზას სექტორის ჩრდილოეთიდან სამხრეთში 600 000 ადამიანი გადავიდა
ღაზას სექტორის ჩრდილოეთიდან სამხრეთ ნაწილში 600 000-მდე ადამიანი გადავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერი ჯონათან კონრიკუსი ავრცელებს. კონრიკუსის განცხადებით, ამ დროისთვის ადგილზე 100 000 მშვიდობიანი მცხოვრები რჩება. "ისრაელის გაფრთხილების შემდეგ, 600 000 პალესტინელმა მიიღო ჭკვიანური გადაწყვეტილება, გადასულიყვნენ სამხრეთით, თუმცა იქ ჯერ კიდევ ასობით ათასი ადამიანი რჩება, რომლებმაც უნდა დატოვონ ტერიტორია",- განაცხადა კონრიკუსმა. მისივე თქმით, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად შეწყვეტს "პალენსტინელი ბოევიკების ჯგუფი საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის ადამიანურ ფარად გამოყენებას". შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. ქვეყანამ განაცხადა, რომ მზადდებოდა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება, აღნიშნულის ფონზე კი, ისრაელმა მოუწოდა გაეროს, ვიდრე ოპერაციას დაიწყებდა, ღაზას ჩრდილოეთით მყოფი მოსახლეობის სამხრეთში ევაკუაცია განეხორციელებინა. ისრაელის მოწოდების საპასუხოდ, "ჰამასმა" ადგილობრივებს უთხრა, რომ არ დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები. ისრაელის მიერ ევაკუაციისთვის განკუთვნილი 24 საათის ამოწურვის შემდეგ, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის მცხოვრებლებს სამხრეთში გადაადგილებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და ევაკუაციისთვის ვადა არაერთხელ გაახანგრძლივეს. 7 ოქტომბრიდან დღემდე, "ჰამასმა" არაერთი სარაკეტო იერში განახორციელა ისრაელის სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქებზე, მათ შორის სდეროტზე, აშკელონზე, თელ-ავივზე, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო საჰაერო იერიშები მოჰყვა.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)