|
2023-10-13 13:37:50, 877 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე - აბრეშუმის გზის ფორუმი ზრდის დაკავშირებადობას და ხელს უწყობს ქვეყნების მეტად ჩართულობას „შუა დერეფნის“ ინიციატივაში
აბრეშუმის გზის ფორუმის მთავარი იდეა არის ის, რომ უფრო მეტად გავზარდოთ დაკავშირებადობა და საქართველოს როლი, როგორც ჰაბის, ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ფორუმი, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება, ხელს შეუწყობს ქვეყნების უფრო მეტად ჩართულობას „შუა დერეფნის" ინიციატივაში,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სასტუმრო „ბილტმორში" განაცხადა, სადაც დღეს აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა. ფორუმი 26-27 ოქტომბერს თბილისში გაიმართება და მასში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას. გენადი არველაძის შეფასებით, ფორუმი აგრეთვე ხელს უწყობს ზოგადად ქვეყნის ცნობადობის და ასევე საქართველოს, როგორც მთავარი დამაკავშირებელი ქვეყნის როლის გაზრდას. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ოფიციალურად გაიხსნება. ორდღიან მასშტაბულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია თემატური სესიები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე, ასევე გაიმართება სესიები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ და შედგება ორმხრივი ბიზნესშეხვედრები. აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოში მეოთხედ იმართება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)