|
2023-10-13 12:44:54, 877 ნახვა
ეკონომიკა
ეკონიმიკის სამინისტრო - „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ჩატარებას საორგანიზაციო შტაბი უხელმძღვანელებს
26-27 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად სასტუმრო „ბილტმორში“ საორგანიზაციო შტაბი იმუშავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შტაბი დღეს მისმა ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გახსნა. მისი თქმით, ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელზეც მაღალი ინტერესია როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესსექტორიდან და შესაბამისად, ასევე მნიშვნელოვანია მისი მაღალ დონეზე ჩატარება. „აბრეშუმის გზის ფორუმი“ არის მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. ჩვენ ველოდებით სხვადასხვა ქვეყნებიდან მაღალი დონის სტუმრებს, მათ შორის რეგიონიდან - პრემიერ-მინისტრების დონეზე, ასევე ევროპის და აზიის ქვეყნებიდან. მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში განვიხილავთ ისეთი მნიშვნელობის საკითხებს, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ტრანსპორტი, ასევე ფინტეკი, რომელიც ახალი თემატიკაა და ჩვენ წლევანდელ ფორუმს დავამატეთ", - განაცხადა გენადი არველაძემ. თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ უკვე მეოთხედ იმართება - ის საერთაშორისო ბრენდად და წარმომადგენლობით პოლიტიკურ-ეკონომიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდა. წელს ფორუმს სტუმრების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა დაესწრება - 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორიდან. ფორუმს გახსნიან საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. ფორუმის მონაწილეები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებს. ღონისძიების ფარგლებში ათი სესია გაიმართება: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ მოდერატორები იქნებიან BBC-ის, Bloomberg-ის, DW -ს წამყვანი ჟურნალისტები. ფორუმის მეორე დღე კი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას და ორმხრივ შეხვედრებს (B2B) დაეთმობა. საორგანიზაციო შტაბი ფორუმის დასრულებამდე ყოველდღიურად, სრული დატვირთვით იმუშავებს.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)