05:26 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 20:12:59, 807 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზის სექტორზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად მოკლულია „ჰამასის“ ორი მაღალჩინოსანი

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად მოკლულია „ჰამასის“ ორი მაღალჩინოსანი. ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.

მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი „ჰამასის“ ე.წ. ეკონომიკის მინისტრია. სამხედროების თქმით, ჯავად ანუ შამალა, ტერორისტული დაჯგუფების ფინანსებს განაგებდა.

მეორე ლიკვიდირებული ზაკარია ანუ მოამარი „ჰამასის“ შიდა ურთიერთობების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

„ის იყო „ჰამასის“ დაჯგუფების მაღალჩინოსანი, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობდა და ღაზის სექტორში ტერორისტული ჯგუფების კოორდინაციას ეწეოდა“, - აცხადებენ ისრაელელი სამხედროები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics