06:09 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-08 16:53:21, 1746 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი ოფიციალურად ადასტურებს, რომ ისრაელი ომშია და ქვეყანას შეუძლია, "მნიშვნელოვანი სამხედრო მოქმედებები" განახორციელოს. აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის მედია პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

კაბინეტის განცხადებამდე, ომზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელმაც "ჰამასის" ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ თქვა, რომ ქვეყანა ომშია.

ნეთანიაჰუს განცხადებას უსაფრთხოების კაბინეტის გადაწყვეტილება იურიდიულ საფუძველს აძლევს.

შეგახსენებთ, გუშინ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. 

იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა.

ბოლო მონაცემებით, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო შეტევას, სულ მცირე, 313 პალესტინელი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics