|
2023-10-05 15:31:47, 575 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე კოპალეიშვილზე - თუ ამ ადამიანისთვის საამაყოა, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, ვფიქრობ, განაჩენს საზოგადოება გამოიტანს
საზოგადოება გამოუტანს განაჩენს ყველა იმ ადამიანს და პოლიტიკურ პარტიას, ვისთვისაც საამაყოა ის ვითარება, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში იყო საქართველოში,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მიმდინარე პროცესზე სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის შესაბამისი განცხადების კომენტირებისას განუცხადა. კალაძის თქმით, „ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა სცემს შესაბამის პასუხს იმ სისხლიან რეჟიმს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა“. „არ ვიცნობ ამ ადამიანს და გამიჭირდება შეფასების გაკეთება, თუმცა ერთი რამ ცხადია: ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, 2012 წლამდე რა რეჟიმი იყო დამყარებული ქვეყანაში, როგორ წარიმართებოდა ყოველდღიური პოლიტიკური პროცესები, როგორი იყო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიური ყოფა. ნამდვილად არ მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას ის მძიმე ვითარება, რომელშიც მაშინდელი ხელისუფლება ამყოფებდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას - რა მდგომარეობა იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით, მედიის მიმართულებით, ბიზნესსექტორის მიმართ რა დამოკიდებულება იყო, როგორ ეპყრობოდნენ ციხეებში მსჯავრდებულებს. ეს თუ საამაყოა ამ ადამიანისთვის, განაჩენს, ვფიქრობ, საზოგადოება გამოუტანს ყველა ასეთ ადამიანს, ყველა პოლიტიკურ პარტიას თუ პოლიტიკოსს. ბევრჯერ მითქვამს და მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ქვეყნის მთავრობამ, პოლიტიკურმა ძალამ იკადროს ის და აკადროს ქვეყნის მოსახლეობას, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იკადრა თავისი მმართველობის პერიოდში. უმძიმესი იყო ის 9-წლიანი მმართველობა. ამდენად, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სცემს შესაბამის პასუხს იმ სისხლიან რეჟიმს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევის ფაქტი ისედაც ნათელი იყო, თუმცა პროცედურა საკითხის სასამართლოში განხილვას, კითხვების დასმას და პასუხების გაცემას ითვალისწინებს. „მე ვფიქრობ, რომ თავიდანვე ნათელი იყო ყველაფერი, თავიდანვე აშკარად იკვეთებოდა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, თუმცა პროცედურა ამას ითვალისწინებს და აუცილებელია, რომ მოხდეს განხილვა, დაისვას კითხვები და გაეცეს პასუხები. კიდევ ერთხელ დადასტურდა და გამოჩნდა, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, რაც ძალიან მძიმეა. ის პირველი უნდა იყოს, ვინც იცავს კონსტიტუციას, პატივს სცემს სახელმწიფოს, კანონებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ის კი პირველი გამოვიდა, ვინც არღვევს ამ ყველაფერს“, - დასძინა კალაძემ.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)