|
2023-10-04 19:15:03, 606 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - საქართველოს აქვს სერიოზული პერსპექტივა, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი
საქართველოს აქვს სერიოზული პერსპექტივა, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი. აეროპორტების განვითარებასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ მთელი რიგი მიმართულებებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გამაახვილა რამდენიმე სატრანსპორტო პროექტზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე. მისი თქმით, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, პროექტის განხორციელების შემდეგი ეტაპისთვის შეირჩა 2 პრეტენდენტი. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მათ მიეცათ ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოსადგენად რამდენიმეთვიანი ვადა, წარმოდგენილ წინადადებათა შეფასების შედეგად კი კომისია გამარჯვებულს გამოავლენს. ვიცე-პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი, ხოლო საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარი. ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთ სტრატეგიულ მიმართულებად რკინიგზა და მისი მოდერნიზაცია დაასახელა. მისი თქმით, დაიწყო სარკინიგზო დარგის რეფორმა, რომლის შედეგადაც დაინერგება სარკინიგზო სისტემის ევროპული მოდელი - გაიზრდება უსაფრთხოება, გაიზრდება დარგის ეფექტიანობა და კონკურენტუნარიანობა. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2024 წელს დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტი - შედეგად საქართველოს რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება. კიდევ ერთი სატრანსპორტო მიმართულება, რომელზეც ვიცე-პრემიერმა გააკეთა აქცენტი ქვეყნის შიდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანაა. მისი თქმით, დარგის რეფორმის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ხარისხი, გაიზრდება კონკურენტუნარიანობა, ხოლო უსაფრთხოების დონის ამაღლდება. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში მოწესრიგდება საკრუინგო კომპანიების, ანუ მეზღვაურთა დამსაქმებელი სააგენტოების საქმიანობა და მათ აეკრძალებათ სახელმწიფოს მხრიდან სერტიფიცირების გარეშე საქმიანობა, რითიც მაქსიმალურად იქნება დაცული მეზღვაურთა უფლებები. მისი თქმით, ამოქმედდება ცვლილება კანონში „მეზღვაურთა შრომის შესახებ", რომლითაც მეზღვაურთა სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)