|
2023-10-04 11:48:48, 542 ნახვა
კალაძე - გლდანში აკაკი ბაქრაძის სახელობის განახლებული ბიბლიოთეკა გაიხსნება
გლდანის მე-8 მიკრორაიონის 23-ე კორპუსში აკაკი ბაქრაძის სახელობის მე-18 ახლად რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გაიხსნება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ბიბლიოთეკა ამ უბნის მოსახლეობას 1970-იანი წლების მიწურულიდან ემსახურებოდა, თუმცა, შენობის ავარიულობის გამო, დღის წესრიგში მისი სრული განახლება დადგა. „შენობა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, ავარიული, მოუწესრიგებელი. გარდა შენობის კაპიტალური გამაგრებისა, მოხდა კომუნიკაციების განახლება, სრული ინფრასტრუქტურული გადახალისება, ასევე, საერთო სამუშაო სივრცის კომპიუტერებით აღჭურვა და, რაც მთავარია, წიგნადი ფონდის შევსება. ყველა ის სამუშაო, რაც აუცილებელი იყო, ჩატარებულია, სივრცე ყოველმხრივ მოწესრიგებულია და მშვიდი, სასიამოვნო გარემოა შექმნილი“, - განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, უახლოეს მომავალში სრულად რეაბილიტირებული საბიბლიოთეკო სივრცე ექნება დიდი დიღმის მოსახლეობასაც. მისივე თქმით, რობაქიძის გამზირზე მდებარე ლადო ასათიანის სახელობის მე-6 ბიბლიოთეკაში აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული ფილიალი მომავალი წლის დასაწყისში გაიხსნება.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)