22:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-03 14:02:41, 805 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი „ოცნებას“ - არ მოდის რევოლუცია, დამშვიდდით ან დამამშვიდებლები დალიეთ

არ მოდის რევოლუცია, დამშვიდდით და აგიხსნით რატომ, დამშვიდდით ან დამამშვიდებლები დალიეთ იმიტომ, რომ უკვე არ არის სერიოზული ქართველი ხალხის დაცინვა თქვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან,- ასე მიმართა "ლელო - საქართველოსთვის" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სამადაშვილის თქმით, ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილსა და რუსეთს არ მისცეს შანსი, ქვეყანა კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩეს.

"რატომ არ მოდის რევოლუცია ახლა აგიხსნით - იმიტომ, რომ თქვენი გეგმა, რომ საბოტაჟი მოგეწყოთ ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსისთვის, ჩაშლილია. ევროკავშირმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც თქვენ გააკეთეთ, ჩაგდებული 12 მოთხოვნისა, სამარცხვინო მასკარადის, რომელიც დღეს ბათუმში მიმდინარეობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის სახით, სამარცხვინო ინიციატივების, რუსული კანონის, ახლა დაწყებული ახალი რუსული მასკარადის მანიფესტაციების შეზღუდვის შესახებ, ევროკავშირს აქვს მტკიცედ გადაწყვეტილი, რომ „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილსა და რუსეთს არ მისცეს შანსი, რომ ჩვენი ქვეყანა დარჩეს კანდიდატის სტატუსის გარეშე.

ამიტომ, ახლა მე მესმის ივანიშვილის მძიმე მდგომარეობა. ერთი მხრივ, მან პასუხი უნდა გასცეს თავის უფროსებს მოსკოვში, კანდიდატის სტატუსს თუ მიანიჭებენ ამ ქვეყანას და ეშინია, რომ გააგდებენ ხელისუფლებიდან და მეორე მხრივ, ეშინია ქართველი ხალხის, რომელიც აუცილებლად მოსთხოვდა პასუხს, მის ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის ჩაგდების გეგმა მას რომ წარმატებით განეხორციელებინა, მაგრამ ვერ განახორციელებთ ამ გეგმას. ამიტომ, დროა, ივანიშვილმა იდარდოს, რას ეუბნება თავის უფროსებს მოსკოვში“,- განაცხადა სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics