|
2023-09-29 15:11:48, 1047 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს კაპიტალმა, „გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, $150 მლნ მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების წარმატებით გამოშვების ღონისძიებას უმასპინძლა
სს საქართველოს კაპიტალმა („საქართველოს კაპიტალი“, „GCAP”, „კომპანია“), ადგილობრივ ბაზარზე $150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის, მდგრადობასთან დაკავშირებული 5-წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვების ღონისძიებას სასტუმრო „რუმსში“ უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გარიგებაში ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციებისა და სტრატეგიული ინვესტორების წარმომადგენლები. სს საქართველოს კაპიტალის მთავარ სტრატეგიულ ინვესტორებს წარმოადგენდნენ კომპანიის გრძელვადიანი პარტნიორები: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC). ღონისძიებაზე გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის მონაწილეებიც იყვნენ:
პანელური დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეებმა მიმოიხილეს გარიგებისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი, რომელთა შორისაც იყო: ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კომპანიის ბოლოდროინდელი და სხვა მსგავსი გარიგების გამოცდილება, კომპანიის და სტრატეგიული ინვესტორების მიზნები მდგრადობასთან დაკავშირებით, ინვესტორთა მოლოდინები და მათი უპრეცედენტო დაინტერესების განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორები. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო პლატფორმამ და Georgia Capital PLC-ის (“ჯგუფი”) 100%-იანმა შვილობილმა კომპანიამ, სს საქართველოს კაპიტალმა, სს „გალტ & თაგარტისა“ და შპს „თიბისი“ კაპიტალის დახმარებით ადგილობრივ ბაზარზე $150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მდგრადობასთან დაკავშირებული, 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ობლიგაციები დღემდე განხორციელებულ ყველაზე დიდ კორპორატიულ ტრანზაქციას წარმოადგენს რეგიონალურ ბაზარზე.
სს საქართველოს კაპიტალის შესახებ: სს საქართველოს კაპიტალი არის დიდ ბრიტანეთში დალისტული Georgia Capital PLC-ის („ჯგუფი“, Ticker: CGEO) 100%-იანი შვილობილი კომპანია. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საქართველოს მასშტაბით ბიზნესების ყიდვა და განვითარება. კომპანია თავის ბიზნესებს ეხმარება მენეჯმენტის ინსტიტუციონალიზაციასა და წარმატებულ ბიზნესებად გარდაქმნაში, რომლებიც შემდგომში შეძლებენ გარკვეული ზედამხედველობით ან დამოუკიდებლად განვითარებას. კომპანიის პორტფელის ღირებულება 2022 წლის 31 დეკემბრისთვის არის 3.2 მილიარდი ლარი, ხოლო NAV (Net Asset Value) შეადგენს 2.8 მილიარდ ლარს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.georgiacapital.com სს "გალტ & თაგარტის" შესახებ: საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანია "გალტ & თაგარტი" მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს: კორპორატიული საკონსულტაციო და კაპიტალის ბაზრის მომსახურებები, კონკურენტული საბროკერო და წამყვანი კვლევის მომსახურებები. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.gt.ge შპს "თიბისი კაპიტალის" შესახებ: "თიბისი ბანკის" შვილობილი – "თიბისი კაპიტალი", ლიცენზირებული საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით, კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს ემსახურება. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.tbccapital.ge
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)