08:13 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 14:53:09, 1095 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი 36 ქვეყნამდე შესაძლო გაფართოებისთვის მზადებას განიხილავს

ევროკავშირი არაფორმალურ სამიტზე გაერთიანების 36 ქვეყნამდე შესაძლო გაფართოებისთვის მზადებას განიხილავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოში ესპანეთის თავმჯდომარეობის გვერდი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, არაფორმალური მინისტერიალი ქალაქ მურსიაში 28-29 სექტემბერს იმართება.

„საუბარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 28-29 სექტემბერს ქალაქ მურსიაში გაიმართება, რომელიც ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრისთვის გარკვეული მოსამზადებელი ეტაპი გახდება. შეხვედრა 5 ოქტომბერს გრანადაში გაიმართება და მასზეც ევროკავშირის გაფართოების საკითხი ერთ-ერთი ცენტრალური თემა იქნება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, არაფორმალურ შეხვედრაზე დაგეგმილია რამდენიმე დისკუსია, რომელსაც ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეი გაუძღვება.

„არაფორმალური შეხვედრის დროს დაგეგმილია რამდენიმე მსჯელობა, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკაზე მომავალი გაფართოების ზეგავლენას, კანდიდატი ქვეყნების თანმიმდევრული ინტეგრაციის კონცეფციას და ინსტიტუტების რეფორმებს მიეძღვნება, რომლებიც თვით ევროკავშირს სჭირდება“,  ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics