06:37 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 10:15:25, 1242 ნახვა

ომი უკრაინაში
ლავროვი - მოსკოვი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით

მოსკოვი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობისა და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავრომა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ლავროვის თქმით, "ნაცისტურმა რეჟიმმა ღიად გამოაცხადა ყველაფერი რუსულის მოსპობა იმ მიწებზე, სადაც საუკუნეებია, რუსი ხალხი ცხოვრობს".

„ჩვენი პოზიცია ძალაში რჩება: მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ იმ რეალობისა და ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ჩვენი ინტერესების, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით. ნაცისტურმა რეჟიმმა ღიად გამოაცხადა ყველაფერი რუსულის მოსპობა იმ მიწებზე, სადაც საუკუნეებია, რუსი ხალხი ცხოვრობს“,- განაცხადა ლავროვმა.

მანამდე, სერგეი ლავროვი ამბობდა, რომ რაც უფრო დიდხანს აჭიანურებს კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებს, მოლაპარაკება მით უფრო რთული იქნება.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ასეთი კონტაქტებისთვის პირველი ნაბიჯი, მოსკოვთან დიალოგის აკრძალვის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულების გაუქმება უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა. მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, ვლადიმერ პუტინმა უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებდა, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა".

გასული წლის 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს. ოქტობრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კვლავაც მზად იყო. ნოემბრის დასაწყისში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულაზე“ ისაუბრა, რაზეც ლავროვმა თქვა, რომ „კიევის მიერ შემოთავაზებული ფორმულის საფუძველზე, მოსკოვი არავისთან საუბარს არ აპირებს“.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი