|
2023-09-26 18:01:16, 677 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი - რუსეთს სულ უფრო მცირე არჩევანს უტოვებენ, ნატოსთან პირდაპირი კონფლიქტის გარდა
რუსეთს სულ უფრო მცირე არჩევანს უტოვებენ, გარდა ხმელეთზე პირდაპირი კონფლიქტის ნატოსთან, რომელიც ჰიტლერის ღერძის მსგავს ღიად ფაშისტურ ბლოკად იქცა, თუმცა უფრო დიდი ზომის მქონედ, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი სოციალურ პლატფორმა "ტელეგრამზე" წერს. მისივე თქმით, რუსეთისა და ნატოს დაპირისპირება კაცობრიობისთვის იმაზე ცუდ შედეგს გამოიღებს, ვიდრე ეს მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. "1. საკუთარ პარლამენტში, პრემიერი ტრუდოს მეთაურობით, კანადელების დაძმობილება ნაცისტებთან. 2. აბრამსის ტანკების NATO-ს არსენალიდან მიწოდება. 3. Army Tactical Missile System-ის შორი მანძილის რაკეტების კიევის ხელისუფლებისთვის გადაცემის დაპირება. როგორც ჩანს, რუსეთს სულ უფრო მცირე არჩევანს უტოვებენ, გარდა ხმელეთზე პირდაპირი კონფლიქტის ნატოსთან, რომელიც ჰიტლერის ღერძის მსგავს ღიად ფაშისტურ ბლოკად იქცა, თუმცა უფრო დიდი ზომის მქონედ. ჩვენ მზად ვართ, თუმცა შედეგი მიღწეული იქნება კაცობრიობისთვის ბევრად დიდი ფასის სანაცვლოდ, ვიდრე ეს 1945 წელს იყო", - წერს მედვედევი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)