06:36 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-25 15:57:07, 591 ნახვა

სამართალი
განზრახ მკვლელობის და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის დაზიანების, იძულების, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 8 იანვარს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.

"იმავე დღეს, თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსს  ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით  ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა, ხოლო ბინაში მყოფ მეორე პირს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების საშუალება არ მისცა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით პოლიციის თანამშრომელს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. 

ასევე, ბრალდებულის ბინაში და ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით  ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), 261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა), 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება), 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",- ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი