08:54 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-25 14:50:48, 819 ნახვა

მსოფლიო
ერევანში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა TASS სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, დაკავებულთაგან 49 პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ერევანში საპროტესტო აქციები დღეს, 08:00 საათიდან განახლდა. აქციის მონაწილეები ქუჩების ბლოკირებას ახდენენ და მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენების გამო მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

"ჩვენ ვცდილობთ ქალაქის პარალიზებას. მომდევნო სამი დღის განმავლობაში მთელი სომხეთი პარალიზდება. ძალაუფლების ერთადერთი საყრდენი პოლიციაა",- აცხადებს ეროვნული კომიტეტის წევრი ვაზგენ მანუკიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics