|
2023-09-23 12:42:45, 1134 ნახვა
პოლიტიკა
„ლელო“ - ვგმობთ ეძგვერაძეზე თავდასხმას, მელიასა და მისი თანაგუნდელების უკანონო დაკავებას და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
“ლელო საქართველოსთვის” კატეგორიულად გმობს საკრებულოს წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმას, ნიკა მელიასა და მისი თანაგუნდელების უკანონო დაკავებას და მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ლელო" ავრცელებს. პარტია გლდანში გუშინ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. "საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ხანია, ზურგი აქცია სამართლის უზენაესობის პრინციპებს და უარი თქვა ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებების და წესრიგის დაცვაზე, პოლიტიკური დევნის მიზნით. "ქართული ოცნება" იცავს რუსეთის ჯაშუშებს, კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომლებსაც არჩევნებში იყენებს. ამავე დროს, ხელისუფლება ებრძვის დემოკრატიულ ოპოზიციას და თავისუფალ მედიას, დაუსჯელად ტოვებს მათ წინააღმდეგ ძალადობას. “ლელო საქართველოსთვის” კატეგორიულად გმობს საკრებულოს წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმას, ნიკა მელიასა და მისი თანაგუნდელების უკანონო დაკავებას და მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხიმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მის მიერ პოლარიზაციის გაღრმავების მიზანმიმართულ მცდელობას. პარტია “ლელო” მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს დანაშაულებრივი ქმედებები ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. “ქართული ოცნება” ძალადობრივი პოლიტიკით საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მმართველმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის საბოტაჟი",- ნათქვამია "ლელოს" განცხადებაში. ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა გუშინ, 22 სექტემბერს თბილისში, გლდანში განხორციელდა. ეძგვერაძე თავდასხმას საკრებულოში გლდანის მაჟორიტარ დეპუტატს, "ქართული ოცნების" წევრ კონსტანტინე ზარნაძეს უკავშირებს და აცხადებს, რომ შემთხვევა გუშინ საკრებულოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გაგრძელებაა. საკრებულოს სხდომაზე ეძგვერაძემ სიტყვით გამოსვლისას ზარნაძეს „არარაობა“ უწოდა, რის პასუხადაც ზარნაძემ მისი მისამართით დროშები ისროლა. გლდანში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, გუშინ შემთხვევის ადგილზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მივიდნენ, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები - ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეძგვერაძისა და მისი თანმხლები პირების თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. რაც შეეხება მელიას, დოლიძესა და კუპრავას, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად მოხდა. "დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)