06:26 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 14:11:46, 673 ნახვა

სამართალი
ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 1 იანვარს, ბრალდებულმა რ.ა.-მ, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა იმავე სოფელში მცხოვრებ ძმებს, რომელთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

"ასევე, აღნიშნული კონფლიქტის დროს, ინციდენტში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა გ.ც.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან შემთხვევის ადგილზე მყოფი კიდევ ორი პირის - გ.ა.-ს და ო.ა.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. მიღებული ჭრილობების შედეგად გ.ა. გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2 იანვარს დააკავეს. რ.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ" ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, ხოლო ც.გ.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ლ" ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა), 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ცემა), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება). ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული რ.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო გ.ც.-ის ბრალდების საქმე, ამჟამად სასამართლოში განიხილება",- ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი