2023-09-20 11:37:33, 685 ნახვა
პოლიტიკა
პუტინი გაგლოევს - რუსეთი, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, "სამხრეთ ოსეთის" დახმარებას გააგრძელებს
მინდა დავადასტურო, რომ რუსეთი გააგრძელებს "სამხრეთ ოსეთის" ხელისუფლების დახმარებას,- ასე მიულოცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დრობით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს, ალან გაგლოევს ე.წ. რესპუბლიკის დღე.
პუტინის განცხადებით, რუსეთი "სამხრეთ ოსეთთან" მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
"მინდა დავადასტურო, რომ რუსეთი გააგრძელებს "სამხრეთ ოსეთის" ხელისუფლებისა და ხალხის ყველა შესაძლო დახმარებას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე სახელმწიფოს მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად“,- ნათქვამია მილოცვაში, რომელიც კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,