2023-09-19 14:49:34, 480 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე „ოცნების“ დეპუტატებს - ფარცხალაძის დასანქცირების მერე, მერამდენედ უნდა „შეგეწეროთ“, ბიჭებო [ვიდეო]
გკითხოთ მინდა - ფარცხალაძის დასანქცირების მერე, მერამდენედ უნდა „შეგეწეროთ“, ბიჭებო,- ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ანა წითლიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე. წითლიძემ სიტყვით გამოსვლისას მმართველი ძალის წარმომადგენლებს რუსეთის აგენტები უწოდა. "ერთხელ ხომ „შეგეწერათ“, როდესაც მოსამართლეები დაგისანქცირეს, მეორედ „შეგეწერათ“ ის ცნობილი გინება, ბატონი მდინარაძე რომ იმუქრებოდა აქ და პირდაპირ გითხრათ აშშ-მა, რომ თქვენ მიერ ნაქები ყოფილი გენერალური პროკურორი, ადამიანი, რომელიც დღესაც ჩართულია სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებაში, რომელიც არის უახლოესი გარემოცვის წევრი ბიძინა ივანიშვილის და ბერა ივანიშვილის ნათლიმირონი, თქვენ რომ ახლა გადმოდექით და ყველა ერთად იცავთ იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, რა აქვს თქვენზე ფარცხალაძეს, ამიტომაც იძულებულები ხართ ასე დაიცვათ, ამ ადამიანზე გითხრეს, რომ არის რუსეთის აგენტი. და თქვენ, რომ ასე იცავთ, გამოდის, რომ თქვენც ხართ რუსეთის აგენტები. ჩვენ ეს დიდი ხანია ისედაც ვიცოდით, ჯერ კიდევ 2013 წლიდან. რას აკეთებს ამ დროს სუს-ი, ის აქციეთ სამარცხვინო ორგანიზაციად, რომელმაც აშშ-სგან გაიგო თურმე, რომ რუსების აგენტია ყოფილი გენერალური პროკურორი, თვითონ ეძინა და არ იცოდა იმიტომ, რომ ოპონენტების დევნით იყო დაკავებული და გამოდის და კიდევ ზღაპრებით ცდილობს, რომ კვებოს საქართველოს მოქალაქეები... არადა, სუს-ის კომპეტენციაა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ხომ ვერ მეტყვით, კიდევ რამდენი დაფრინავდით სამთავრობო ჩარტერით ღარიბაშვილთან ერთად ან როგორ შეძლო ღარიბაშვილის პენსიონერმა მამამ 100 ათასის გადახდა. რატომ დადიოდა გაღატაკებული მოსახლეობის ხარჯზე, ქალაქის მერი კალაძე ხან დუბაიში გადაუდებელი აუცილებლობით სამთავრობო თვითმფრინავით, ხან პარიზში, ხან მილანში და ხომ არ გავიწყდებათ, რომელი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ხართ. იმ ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ხართ, სადაც 35% ბავშვების საჯარო სკოლებში ჯერ კიდევ შიმშილობს და იმ ქვეყნის მაღალჩინოსნები ხართ, სადაც უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო, საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყნიდან გარბიან; იმ ქვეყნის მაღალჩინოსნები ხართ, რომლებმაც უარი გვითხარით წალენჯიხაში მეორეკლასელების უფასო კვების დაფინანსებაზე",- მიმართა წითლიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს. ავტორი: ექსპრესნიუსი, კალაძე - 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ, რათა დავიცვათ საკუთარი არჩევანი და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე
ივანიშვილი - ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ გარე დაკვეთით მოქმედ აგენტურას, რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის არევის შესაძლებლობას მივცემთ
პაპუაშვილი - ყველაზე დიდი ძალისხმევა სჭირდება მშვიდობას და არა ომს - ომის დაწყება მარტივია, ის ნებისმიერმა სულელმა შეიძლება დაიწყოს
ღარიბაშვილი - 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში დამყარდა 12-წლიანი მშვიდობა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების - რუსეთმა შავ და ხმელთაშუა ზღვებში რაკეტმზიდი სამხედრო ხომალდების რაოდენობა გაზარდა
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
სტოლტენბერგი - ნატოს შეეძლო, უკრაინის ომის თავიდან ასაცილებლად მეტი გაეკეთებინა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა - სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება
მთავარი თემა
|