|
2023-09-19 14:11:32, 1004 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - შემდეგი სანქციების სამიზნე ივანიშვილია [ვიდეო]
თუ ვინმე ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოს მტრის დავალებით, ეს არის ბიძინა ივანიშვილი; თუ ვინმე ასრულებს რუსული სპეცსამსახურების დავალებებს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი,- ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სწორედ ამიტომ დაასანქცირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრი ოთარ ფარცხალაძე და შემდეგი სამიზნე, ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იქნება. "სწორედ დანაშაულის დაფარვისა და სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვის მიზნით წამოიწყო ივანიშვილმა ფარსი, სახელწოდებით იმპიჩმენტი - ფარსი, რომელშიც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას არ მიიღებს. სწორედ მნიშვნელოვანი თემების გადასაფარად მოავლინა ივანიშვილმა მორიგი მსახური სპიკერი სუს-ის ბოდვითი სცენარების გასაჟღერებლად სახელმწიფო გადატრიალების შესახებ. "პურსა და სანახაობას" შორის ანუ დოვლათის შექმნასა და პროპაგანდას შორის ივანიშვილის რუსული "ოცნება" 11 წლის მანძილზე ბინძურ პროპაგანდას ირჩევს, რომლის მიზანია, საზოგადოების დაყოფა, "რუსული კანონის" გამოყენებით აგენტებად გამოცხადება ზოგის და ზოგის კი, გადამტრიალებლად. სიმართლე მარტივია - თუ ვინმე ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოს მტრის დავალებით, ეს არის ბიძინა ივანიშვილი; თუ ვინმე ასრულებს რუსული სპეცსამსახურების დავალებებს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. სწორედ ამიტომ, აშშ-მა დაასანქცირა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი ოთარ ფარცხალაძე, რომელმაც ბევრ, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან ერთად, პირადად შეკერა საქმეები პრეზიდენტი სააკაშვილის წინააღმდეგ. როცა აშშ ღიად აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძე რუსული სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა, ხომ ნათლია, სად დაიწერა საბრალდებო დაასკვნა სააკაშვილის წინააღმდეგ. საბრალდებო დასკვნა რუსეთის უშიშროების სამსახურში დაიწერა, რომელსაც თქვენ, ივანიშვილის დავალებით, პირწმინდად ასრულებთ. სიმართლე არის მარტივი - დღეს ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება, რომელიც მიზანმიმართულად ართმევს ჩვენს ქვეყანას ევროპულ მომავალს. სწორედ ამიტომ უწევს აშშ-ს, რომ გამოიყენოს სანქციების მექანიზმი. ოთარ ფარცხალაძეს აშში-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოიხსენიებს როგორც რუს-ქართველ ოლიგარქს. ეს არის ადამიანი, რომელიც მალულად, ხალხის ზურგსუკან, მოღალატეობრივად აწარმოებდა მოლაპარაკებებს მტერთან. მე ეს გკითხეთ, როდესაც აღდგა ფრენები რუსეთთან, რაზეც ღიად გამხილათ პუტინმა, რომ ეს იყო თქვენი მოთხოვნა, ეს იყო რუსული "ოცნების" მოთხოვნა, ეს იყო ივანიშვილის მოთხოვნა. ვინ აწარმოებდა მოღალატეობრივ მოლაპარაკებებს მტერთან? დღეს ჩვენ გვაქვს პასუხი და ეს პასუხი მივიღეთ თავად რუსეთის დუმის წევრისგან - კალაშნიკოვისგან, რომელიც ამბობს, რომ მოღალატეობრივ მოლაპარაკებებს მტერთან აწარმოებდა ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია, რომელიც დღეს არის სანქცირებული აშშ-ს მიერ და შემდეგი სანქციების სამიზნე თავად ივანიშვილია",- განაცხადა ბოკუჩავამ.
ლილოს ნაგავსაყრელის გატანაზე კვლევები ტარდება
რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება - TBC Capital
მთავრობა ტრანსპორტის ხმაურის ზღვრის 85-დან 100 დეციბალამდე აწევას განიხილავს
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)