07:32 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 21:25:53, 902 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე სებ-ის მიერ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვაზე - საქართველოს კონსტიტუციას და უდანაშაულობის პრეზუმფციას ეწინააღმდეგება

პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და უდანაშაულობის პრეზუმფციას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს და ეროვნული ბანკის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვას ეხმაურება. 

მისივე თქმით, როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას, და "როდესაც ერთმანეთთან კონფლიქტში შეიძლება იყოს, არ ვიცი ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას".

"როდესაც ასეთი ბრალდებები ჟღერდება, რა თქმა უნდა ამას უნდა მოჰყვეს წესით მტკიცებულებები. თქვენ გახსოვთ იქ იგივე სასამართლოსთან დაკავშირებით, მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების დროს არავითარი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა. აქაც იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. რაც ჩვენ, რა თქმა უნდა, გვირთულებს ზოგადად რეაგირებას. რა თქმა უნდა, ზოგადად, საჭიროა, ასეთ დროს მტკიცებულებების გამოქვეყნება, ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების მიმართ. როცა მტკიცებულებები არ ქვეყნდება, ეს რა თქმა უნდა ძალიან შემაშფოთებელია.

როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას, და როდესაც ერთმანეთთან კონფლიქტში შეიძლება იყოს, არ ვიცი ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგეება საქართველოს კონსტიტუციას და უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც საქართველოს მოქალაქეზე არის საუბარი. თქვენ იცით, რომ საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით ადამიანის ძირითადი უფლებები,მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია. რა თქმა უნდა, უცხოელს შეიძლება შეუზღუდო აქ კომერციული საქმიანობის ან რაიმე სხვა ტიპის საქმიანობის წარმოება მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო მოქმედებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და ეს პასუხისმგებლობა მას პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუციით ეკისრება", - ამბობს კობახიძე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი