08:08 - 27 Jul, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-17 15:21:58, 780 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია თბილისის მერისა და პრემიერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ უკვე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას თბილისის მერისა და პრემიერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით,  მიზეზი გახდა ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქვეყნის მაღალჩინოსნები სამთავრობო თვითმფრინავებს პირადი მიზნებისთვის იყენებენ, განაცხადა ლელოს წარმომადგენელმა თამაზ დათუნაშვილმა.

„მიხეილ სააკაშვილის არასათანადო საქციელი იყო ის, რომ ის სახელმწიფო სერვისებს არასამუშაო მიზნებისთვის იყენებდა. რით განსხვავდება კახა კალაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის საქციელი სააკაშვილის საქციელისაგან, გაუგებარია... გამოძიება უნდა დაიწყოს და ამ ადამიანებმა გადადგეს თანამდებობები, პრემიერ-მინისტრიც და (თბილისის მერი) კალაძეც. ეს არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ეს არის კორუფცია, ეს არის კანონდარღვევა მრავალ ეტაპზე“, - განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.

დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგი გამართა, სადაც ღარიბაშვილ-თამაზაშვილ-კალაძის მილიონიან ცხოვრებაზე და მიტოვებულო გლეხებზე ისაუბრა;

„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ დღეს ხელისუფლებაში იმყოფება დანაშაულებრივი ბანდა, რომელიც ძარცვავს საქართველოს მოსახლეობას. არაერთ კონკრეტულ ფაქტზე იყო საუბარი, ამაზე საუბრობდნენ საგამოძიებო ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვიხილეთ თუ როგორ კონკრეტული ფაქტებით დასტურდება იმ ადამიანების დანაშაულები, რომლებსაც დღეს ძალით აქვთ შეპყრობილი უკვე ხელისუფლების სადავეები. მთავარი დამნაშავე და მთავარი რუსი ოლიგარქი, მთავარი რუსი ჯაშუში, რა თქმა უნდა, არის ბიძინა ივანიშვილი და მისი კონკრეტული წარმომადგენლები, ამ შემთხვევაში მინდა ყურადღება გავამახვილო ოთარ ფარცხალაძის ფაქტორზე, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა კონკრეტული ფაქტებით, სადაც საუბარია, რომ ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში წარმოადგენდა რუსეთის ინტერესებს და ის არის დადასტურებულად რუსი აგენტი, რომელიც თავიდან ბოლომდე აკონტროლებს საქართველოში არსებულ ბიზნეს სექტორს. ასევე, ვსაუბრობდით დანაშაულებზე, რომლებშიც ჩართული იყო საქართველოს ე.წ პრემიერ მინისტრი, საქართველოს დედაქალაქის მერი კახი კალაძე. იმ დროს, როდესაც მილიონებს შოულობს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი და მასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ბანდა, სწორედ მის ქალაქში, დედოფლისწყაროში ადამიანები შიმშილით არიან შეპყრობილები და ფერმერები, რომლებიც წლიდან წლამდე დამოკიდებულები არიან სწორედ ხორბლის მოსავალზე, ჩვენ ვნახეთ გუშინ, გუშინწინ მათ მიერ გამართული აქციები, სადაც ისინი მოითხოვენ მათ მიერ მოყვანილი პროდუქციის რეალიზებაში მხარდაჭერას და ეს ეხება ხორბალს. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ სწორედ რუსეთის კავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რუსეთთან კავშირებით საქართველოში შემოედინება რუსეთ-უკრაინის დროს, რუსეთის მიერ მოპარული ხორბლის შემოდინება და საქართველოში არსებულ მოსავალს გაუფასურებული აქვს ფასი. ვსაუბრობდით იმაზე, რომ ის ბანდა, რომელიც კახეთში მოქმედებს და თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ყურძნის ბიზნესს და ამაში ჩართულია სწორედ ღარიბაშვილთან დაკავშირებული ადამიანები, დღეს კახეთში არსებული მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და იქ მოწეული მოსავლის რეალიზებასთან ერთად, არიან ადამიანები, რომლებსაც მთლიანად გაუნადგურდათ მოსავალი.

ჩვენ ვნახეთ კონკრეტული ფაქტები გუშინ საგამოძიებო ჟურნალისტების მხრიდან მოწოდებული, ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემაში, სადაც დასტურდება თუ როგორი დამნაშავეა ირაკლი ღარიბაშვილი, კახი კალაძე, რა ბიზნეს აქტიურობას და რა ბიზნეს რეკეტს ეწევა ფარცხალაძე, რომელიც დღეს უკვე არის რუსეთის მოქალაქე და დანაშაულებრივად აქვს შენარჩუნებული საქართველოს მოქალაქეობას სწორედ მთავარი ჯაშუშის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით.

ჩვენ მოვითხოვთ კონკრეტულ ამ ფაქტებთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება როგორც ოთარ ფარცხალაძეზე, ისე ირაკლი ღარიბაშვილზე და კახი კალაძეზე, რომლებიც საქართველოში ქართველი ხალხის ფულით, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ იწყობენ საკუთარ კომფორტს და ეწევიან დანაშაულებრივ საქმიანობას.“ -განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთზე წყალი და ტალახი ჩამოვიდა [ვიდეო]
კირბი - კამალა ჰარისი ისრაელის საიმედო მეგობარია
ერდოღანი - მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს აშშ-ის კონგრესში
ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და მის წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics