18:27 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-15 14:16:43, 1150 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო - ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებები ეტაპობრივად გაფორმდება

ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობამ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში გამარჯვებულ რამდენიმე კომპანიასთან გასაფორმებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულებები მოიწონა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 15 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე წარდგენილი პროექტებიდან 1 მზის, 2 ქარის და 7 ჰიდროელექტროსადგურია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 165 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ჯამური ინვესტიცია 225 მლნ. აშშ დოლარს აღწევს.

"სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებული სხვა კომპანიების ენერგეტიკული პროექტები და მათთან დასადები ხელშეკრულებები საქართველოს მთავრობას ეტაპობრივად წარედგინება.

შეგახსენებთ, რომ განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში პირველი აუქციონი 300 მგვტ სიმძლავრის ასათვისებლად ჩატარდა და მასში კერძო სექტორის მხრიდან ძალიან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა - წარმოდგენილი იყო 78 განაცხადი 943 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე. სულ გამოვლინდა 27 გამარჯვებული კომპანია, რომლებიც 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ.

აუქციონის შედეგები ადასტურებს, რომ განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა ძალიან წარმატებით ხორციელდება, რაც, საბოლოოდ, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics