00:09 - 24 Oct, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 13:10:42, 638 ნახვა

ეკონომიკა
როგორია ლარის კურსი სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციაში?

ბანკებში ლარის კურსი ეროვნული ბანკის მონაცემებს ეფუძნება და ის შედარებით მყარია. საქართველოში ეროვნული ვალუტის კურსი განისაზღვრება ბლუმბერგის ელექტრონული სავაჭრო სისტემით. პლატფორმაზე დადებული გარიგებების მიხედვით ყოველდღიურად ქვეყნდება გაცვლითი კურსი, რომლითაც ბანკები და სხვა საფინანსო ორგანიზაციები ხელმძღვანელობენ. ამასთან, სავაჭრო გარიგებების დადება ხორციელდება ბლუმბერგის ელექტრონული სავაჭრო სისტემის მიერ ორგანიზებული სავაჭრო ბაზრის მიხედვით.

სავალუტო ბაზარი იმ კორპორაციებისა და კომერციული ბაკებისგან შედგება, რომელთა ინტერესშიც შედის უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები. საბაზრო გარიგებებში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში ლიცენზირებულ ყველა კომერციულ ბანკს და ასევე, უცხოური ბანკების ფილიალებს, რომლებსაც მათი მოთხოვნის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ ენიჭებათ ბანკის სტატუსი.

                                       ღირს თუ არა ვალუტის გადაცვლა ჯიხურებში?

სავალუტო ჯიხურები ძირითადად ფიზკურ პირებზეა გათვლილი, რომელთათვისაც ამ ტიპის კონვერტაცია შესაძლოა მომგებიანი იყოს. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთ ჯიხურში შესაძლოა მოქმედებდეს დამატებითი მომსახურების საკომისიო, ან შედარებით მცირე ზომის ჯიხურებს არ ჰქონდეთ დიდი მოცულობის თანხის დაკონვერტირების შესაძლებლობა. სახელმწიფო უწყებები კი ბანკის კურსით სარგებლობენ. სავალუტო ჯიხურებში არსებული ლარის კურსიც ეროვნული ბანკის მონაცემებს ეფუძნება, თუმცა, სხვაობა მაინც შეიძლება დაფიქსირდეს.

საქართველოში ფულს აწარმოებს ეროვნული ბანკი, შესაბამისად, განხილული ლარის კურსი და დღის მაჩვენებელი ყოველდღიურად ქვეყნდება. აღსანიშნავია, რომ მცურავი გაცვლითი კურსი მერყევია, თუმცა, ის მეტი მოქნილობით გამოირჩევა.

                                        სად გადავცვალოთ ვალუტა მომგებიანად?

ხელსაყრელი კურსით ვალუტის გადაცვლა MBC-ში შეგიძლიათ, სადაც მოხერხებული პირობებით და ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული სერვისებით ისარგებლებთ. ვალუტის გადაცვლა შესაძლოა როგორც ონლაინ, ასევე, ფილიალებში ვიზიტის საშუალებითაც. ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით მომსახურების ცენტრებში ვიზიტი საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში შეგიძლიათ, ამიტომ მომსახურების ფორმა თქვენი პრიორიტეტების მიხედვით უნდა განსაზღვროთ.

ვალუტის დისტანციური კონვერტაციისთვის:

  • უნდა დარეგისტრირდეთ კომპანიის სპეციალურ პლატფორმაზე;
  • შექმნათ პირადი კაბინეტი;
  • შეავსოთ კონვერტაციის განაცხადი;
  • კონვერტაციის დადასტურების შემდგომ, გადარიცხოთ დასაკონვერტირებელი თანხა კომპანიის ანგარიშის ნომერზე;
  • დაელოდოთ გადაცვლილ ვალუტას თქვენ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე;

დისტანციური კონსულტაცია დაგეხმარებათ, რომ რეკომენდაციები ნებისმიერ ფინანსურ ტრანზაქციასთან დაკავშირებით მიიღოთ. ასე დაზოგავთ დროს იმ შეცდომების გამოსწორებაზე, რაც შეიძლება გაუთვითცნობიერებლად დაუშვათ. თუ ხართ საქართველოს მოქალაქე ან გაქვთ ბინადრობის მოწმობა, ვალუტის გადაცვლას დაუბრკოლებლად შეძლებთ. იურიდიული პირების შემთხვევაში, საჭიროა კომპანიის წარმომადგენელი იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე ფიზიკური პირი.  

ემბისის მრავალმხრივ უპირატესობათაგან გამოირჩევა:

  • გამარტივებული და ხელმისაწვდომი  პროცედურები;
  • მინიმალური დოკუმენტაცია (საიდენტიფიკაციო დოკუმენტები);
  • უფასო კონსულტაცია გამოცდილი ექსპერტებისგან;

ყურადღებით გაეცანით კომპანიის შემოთავაზებებს და ამის შემდგომ თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი შეარჩიეთ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე - გახარიას მაგალითი არის ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც აჩვენებს, რამდენად დაუშვებელია რომელიმე აგენტის ძალაუფლებასთან გაკარება
ანკარაში, ტერაქტის შედეგად. დაიღუპა ხუთი ადამიანი, დაშავდა 22
კობახიძე - დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, სალომე ზურაბიშვილმა - ინერვიულონ, ჩვენ შეგვიძლია, ცივი წყალი გავუგზავნოთ
მამუკა მდინარაძემ თბილისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე მოქალაქეებს მიმართა

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics