15:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 15:11:12, 804 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - ვინც იმპიჩმენტის მომხრე იქნება, ის ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგია

დღეიდან დაიწყო ლუსტრაციის პროცესი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი ოჯახის წევრი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვინც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მომხრე იქნება, ის იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგიც. 

"მინდა გითხრათ, რომ დღეიდან დაიწყო ლუსტრაციის პროცესი, რომელიც დაიწყო ზუსტად ამ ხელმოწერებით, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ევროპის ოჯახის. დაიწყო ლუსტრაცია იმის, თუ ვინ იქნება ამის მხარდამჭერი და ვინ აუბამს მხარს ამ პროცესს.

ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არჩევანი განპირობებულია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანით, რომელიც გამყარებულია ასევე კონსტიტუციით. შესაბამისად, ვინც მომხრე იქნება იმპიჩმენტის, ის იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი",- განაცხადა მსხილაძემ.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics