|
2023-09-11 11:24:00, 623 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტო - რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 40 ათასამდე ტონა ყურძენი
11 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 40 ათასამდე ტონა ყურძენი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, გადამუშავებული ყურძნიდან 23 ათას ტონამდე რქაწითელი, 15 ათას ტონამდე საფერავი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. „მოსავალი საწარმოებს 4500-მა მევენახემ ჩააბარა. შეუფერხებლად მიმდინარეობს სექტემბრის თვეში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 6,4 ათასამდე ტონა დაზიანებული ყურძენი. მევენახეები შპს "მოსავლის მართვის კომპანიას" დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ. რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 300 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან რთველის პროცესში. ყურძნის გადამუშავების პროცესში ყოველდღიურად ჩართულია 60-მდე ღვინის საწარმო, რთველის დაწყებიდან დღემდე კი ჯამურად 115 საწარმომ გადაამუშავა ყურძენი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)