|
2023-09-11 10:12:49, 1284 ნახვა
სამართალი
თეა გოდოლაძეს მასზე ძალადობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში საჩივარი შეაქვს
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს, თეა გოდოლაძეს პროკურატურაში საჩივარი შეაქვს. ამის შესახებ თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს. გოდოლაძის თქმით, საჩივარი ეხება მის მიმართ, 2021 წლის ივლისში მამა-შვილი, თეიმურაზ და გიორგი შერგელაშვილების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესის დაუყონებლივ დაწყებას. "საზოგდოებისა და ჟუნრალისტების საყურადღებოდ - პირველ რიგში, ბოდიშს გიხდით, ისევ მიწევს თქვენი შეწუხება ჩემს პირად საკითხთან დაკავშირებით. უამრავი პრობლემაა ქვეყანაში. ჩემი ადვოკატები ლიკა ბითაძე, ნინო ანდრიაშვილი და მე ორშაბათს, 2023 წლის 11 სექტემბერს დილის 11:00 საათზე შევიტანთ საჩივარს, საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის სახელზე. საჩივარი ეხება ჩემს მიმართ, 2021 წლის ივლისში მამა-შვილი, თეიმურაზ და გიორგი შერგელაშვილების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესის დაუყონებლივ დაწყებას (ასევე საჩივარში სხვა დანაშაულის მამხილებელი გარემოებებია, რომლის შესახებაც საჯარო სივრცეში საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია). ა.წ. 14 აგვისტოსა და 4 სექტემბერს, აღნიშნულ ფაქტზე მასალები გავუცვალეთ პროკურატურას და დღემდე რეაგირება არ არის. პირიქით, ცალმხრივად, "რუსთავი-2" -ის მეშვეობით, ა.წ. 22 აგვისტოს ინფორმაცია გავრცელდა, სავარაუდოდ, მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატების, შალვა ხაჭაპურიძისა და ნინო ბარაჩაშვილის მიერ",- წერს გოდოლაძე. შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სეისმოლოგ, თეა გოდოლაძეს ბრალი 126-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. „რუსთავი 2-ის" ცნობითვე, თეა გოდოლაძეს 2 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, საქმე კი სასამართლოში განიხილებოდა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)