15:37 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 09:22:32, 717 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პრემიერის ვიზიტზე ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტზე ბიუჯეტიდან თანხები არ დახარჯულა.

მერი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამბობს, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ სიცრუის კამპანიას. 

„მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრთან და მის ოჯახთან მიმართებით. ჯერ გავრცელდა, თითქოს პრემიერ-მინისტრმა პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა თვითმფრინავი და ამაში დახარჯა ბიუჯეტის ფული. შემდეგ გაირკვა, რომ ამაში არ დახარჯულა ბიუჯეტის ფული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა. თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც ასეთი ფრენები ხორციელდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში. ბიუჯეტიდან ხდებოდა საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით; ბიუჯეტიდან, ხალხის ფულით ხდებოდა შვილის სწავლის დაფინანსება. ეს იფუთებოდა იმით, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ნიჭიერი შვილი ჰყავდა. დარმწუნებული ვარ, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ძალიან ბევრ ოჯახს ჰყავს ნიჭიერი შვილები, იგივე ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტიდან აფინანსონ მაღალი თანამდებობის პირმებმა თავიანთი ოჯახის წევრები. მთავრობამ გააკეთა განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის მიერ გაწეული პირადი ხარჯი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

აღნიშნულს განცხადებით გამოეხმაურა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი და განმარტა, რომ რეისი, რომლითაც პრემიერი გაემგზავრა, იყო კომერციული და ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics