|
2023-09-08 11:00:21, 557 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - მელიას აცხადებდნენ პოლიტიკურ პატიმრად - საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის მათი განცხადების მოსმენა, როდესაც დადასტურდა ხელისუფლების მოქმედებების კორექტულობა
სამწუხარო ის გარემოებაა, რომ ზუსტად ამ პერიოდში, 2021 წელს, არა მხოლოდ მელიას უშუალოდ მხარდამჭერები და მისი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მისი სხვა მხარდამჭერები საუბრობდნენ, არამედ პრემიერ-მინისტრის გადადგომამაც გარკვეული დაბნეულობა შეიტანა მთელ ამ პროცესში. გამოდის რა – პრემიერ-მინისტრი, ფაქტობრივად, გადადგა იმის გამო, რომ არ აღესრულებინა სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება. შესაბამისად, შემდგომში პრემიერ ღარიბაშვილის მეშვეობით შესაძლებელი გახდა, რომ ეს გადაწყვეტილება აღსრულებულიყო იმგვარად, როგორც უკვე დღესაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, და საზოგადოებისათვის არის ცალსახად ცნობილი, რომ არ დარღვეულა ადამიანის უფლებები. ვფიქრობ მას, ამისთვის და, ზოგადად, ამ სახელმწიფოებრივი ნაბიჯისთვის ნამდვილად ეკუთვნის მადლობა, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საუბრისას. „საინტერესოა ახლა ყოფილი პრემიერის განმარტებაც ამ საკითხთან დაკავშირებით – შესაძლებელი იყო თუ არა სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა და ამავდროულად, რა თქმა უნდა, საინტერესოა იმ ხალხის პოზიცია, რომელიც იმ მოვლენებს უწოდებდა დიქტატურის დამყარებას, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების აბუჩად აგდებას და მთელი რიგი სხვა მსგავსი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ ხელისუფლებას; ამავე დროს, ნიკანორ მელიას აცხადებდნენ პოლიტიკურ პატიმრად და ვფიქრობ, საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის ახლა მათი განცხადების მოსმენა, დაახლოებით, 2 წლისთავზე, თუ როგორ აფასებენ ამ გადმოსახედიდან, როდესაც უკვე, ფაქტობრივად, მთლიანად ევროპული მასშტაბით დადასტურდა ხელისუფლების მოქმედებების კორექტულობა... როგორ შეაფასებენ ამას. თუმცა, ჩვენ მიჩვეული ვართ "ნაცმოძრაობის" მხრიდან ხელისუფლების მითვისების მცდელობებს. მათ ვერ გაითავისეს ერთი რამ, რომ მათ ხალხმა, დაახლოებით, რვაჯერ, თუ არ ვცდები, უკვე უთხრა უარი ხელისუფლებაში მოსვლაზე და შესაბამისად, ისინი, გამომდინარე იქიდან, რომ არიან მანიაკალური ჟინით შეპყრობილები ხელისუფლებაში მოსასვლელად, არ იშურებენ არცერთ მეთოდს", – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)