18:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-05 12:17:41, 680 ნახვა

პოლიტიკა
მედია - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობებიდან გადადგნენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა და ე.წ.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯანსუღ ნანბა თანამდებობებიდან გადადგნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Интерфакс-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ორივე თანამდებობის პირმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება 4 სექტემბერს შეიტანა, მაგრამ აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას მისი გადადგომის შესახებ ხელი ჯერ არ მოუწერია.

ცნობისთვის, ინალ არძინბა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა, ხოლო ჯანსუღ ნანბა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს 2022 წლის აგვისტოდან იკავებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics