13:28 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-04 12:37:44, 759 ნახვა

პოლიტიკა
ბუში - რჩება კითხვები საქართველოს მთავრობის ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ

საქართველოს ჩემს გონებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. თქვენ ერთგული მეგობრები გყავთ აშშ-ში. თუმცა, არსად მიდის კითხვები დემოკრატიისადმი მთავრობის ერთგულების შესახებ,- ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ უოკერ ბუშის წერილშია აღნიშნული.

როგორც წერილში ვკითხულობთ, ბევრი ადამიანი შეშფოთებულია საქართველოში რუსული გავლენების ზრდითა და იმით, რომ თქვენი მთავრობა არ გამოხატავს საჭირო მხარდაჭერას უკრაინისადმი.

"საქართველოს ჩემს გონებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. თქვენ ერთგული მეგობრები გყავთ აშშ-ში. თუმცა, არსად მიდის კითხვები დემოკრატიისადმი მთავრობის ერთგულების შესახებ.

გული მტკივა, როდესაც ვუყურებ, როგორ ეპყრობიან ციხეში თქვენს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც მე ვიცნობდი. ბევრი ადამიანია შეშფოთებული საქართველოში რუსული გავლენების ზრდითა და იმით, რომ თქვენი მთავრობა არ გამოხატავს საჭირო მხარდაჭერას უკრაინისადმი. ეს არის დრო, როდესაც ყველანი უნდა გავერთიანდეთ თავისუფლების იდეის გარშემო. მოდით, გამოვიყენოთ ეს კონფერენცია იმისათვის, რომ დავამარცხოთ ყველა, ვინც თავისუფლების იდეას ებრძვის. ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა ადამიანი მსოფლიოში",- აღნიშნულია წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სიორიძე - ძლიერი საქართველო - ლელო საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესზე იქნება წარმოდგენილი
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების პროგრამები და ისწავლე უფასოდ - განაცხადების მიღება დაიწყო
CNN: თუ აშშ ირანზე თავდასხმებს განაახლებს, შესაძლოა, „ყველა ბომბის დედა“ გამოიყენოს
თეთრი სახლი უარყოფს მონაწილეობას უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვებთან დაკავშირებით - Axios
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics