21:33 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-01 12:37:28, 795 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი - პრეზიდენტმა იმდენი თხარა, თხარა, რომ იმპიჩმენტი გამოთხარა

პრეზიდენტმა იმდენი თხარა, თხარა, რომ იმპიჩმენტი გამოთხარა,- ამის შესახებ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, პრეზიდენტის მიერ ევროპაში ნებართვის გარეშე წასვლაზე რეაგირება, რომ არ ჰქონოდათ, ეს კონსტიტუციის შეურაცხყოფა იქნებოდა.

"ამაში თავიდან ბოლომდე საქართველოს პრეზიდენტია დამნაშავე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტმა ხალხსაც მიაყენა შეურაცხყოფა, კონსტიტუციაც დაარღვია არაერთხელ და ბოლოს უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგ მოინდომა წასვლა, მათ შორის, ევროპული ვიზიტების მომიზეზებით ანუ იმდენი თხარა, თხარა, რომ გამოთხარა იმპიჩმენტი.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მას ჰქონდა ხოლმე შემთხვევები, როდესაც არღვევდა კონსტიტუციას, მაგრამ ბოლო იყო იმდენად აშკარა და პრაქტიკულად თავზე გადახევა კონსტიტუციის საქართველოს საზოგადოებისთვის, რომ ამაზე არ რეაგირება იქნებოდა შეურაცხყოფა თავად კონსტიტუციისთვის",- განბაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics